2002 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობა 15% -ით შემცირდა

2014 წელს საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15% -ით ნაკლებია. ციფრებში კი ეს არის 657 731-ით ნაკლები ადამიანი.

2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა.
ამასთან, 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 კაცი.

ამასთან, შემცირება ძირითადად, სოფლის მოსახლეობაზე მოდის – სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 შეადგინა.

წინა აღწერებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქისა და სოფლის სტრუქტურაც: ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 4,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57,2 პროცენტს გაუტოლდა.

გარდა ამისა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია.

2002 წლის აღწერის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა იყო 4 371 535.

მსგავსი პოსტები

Back to top button