ინდოეთში დაბადებულმა სიამის ტყუპმა 6 წუთი იცოცხლა [Photo/Video]

ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში უნიკალური სიამის ტყუპი დაიბადა, მას 2 დამოუკიდებელი სხეული და ერთი საერთო თავი ჰქონდა. ექიმებმა მშობლები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ჩვილები სიცოცხლის უუნარონი იქნებიან. ისინი 1 კოლიგრამზე ცოტა მეტს იწონიდნენ და სულ 6 წუთი იცოცხლეს.

თითოეულ ტყუპისცალს, რომელიც გუჯარათის საავადმყოფოში დაიბადა, საკუთარი კიდურები და გული ჰქონდა, მაგრამ თავი და შეზრდილი მხრები კი საერთო, – გვაცნობებს The Daily Mail.

მედიკოსებმა ნაყოფის პათოლოგია მაშინ აღმოაჩინეს, როცა დედა ფეხმძიმობის მე-7 თვეზე იყო და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ჩაიტარა.

“ჩვილების სიკვდილისთვის მზად ვიყავით, ვინაიდან მათ საერთო ტვინი ჰქონდათ და ქირურგიულ ჩარევა შეუძლებელი იყო”, – განაცხადა ექიმმა კირტან ვიასმა. მისი თქმით, როცა დამსწრეებმა საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვები დაინახეს, შოკში ჩავარდნენ, ვინაიდან ინდოეთში სიამის ტყუპების დაბადება ძალიან იშვიათ – მილიონზე 1 შემთხვევას წარმოადგენს.

საავადმყოფო, რომელშიც ჩვილები გაჩნდნენ, 140 წელი არსებობს და ამ დროის მანძილზე იქ სულ 4 სიამის ტყუპი დაიბადა.

ანალოგიური ტრაგიკული შემთხვევა ინდოეთში 2014 წელს დაფიქსირდა. იქ დაბადებულმა ორთავიანმა ჩვილმა 20 დღე იცოცხლა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34274″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button