რუსმა ექსტრემალმა დუბაის ცათამბრჯენზე სალტო გააკეთა [Photo/Video]

რუსმა ექსტრემალმა, ოლეგ შერსტიაჩენკომ ბუნების კანონებში ჩარევა გადაწყვიტა. მან დუბაის ცათამბჯენის კიდეზე დაზღვევის გარეშე აკრობატული ილეთები შეასრულა. – იუწყება ტელეარხი «МИР 24».

ტელეარხის ინფორმაციით, ეს შენობა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ყველაზე მაღალია. როგორც ვიდეოკადრებზე ჩანს, ექსტრემალს თავისუფალი ვარდნის 1000 მეტრი ემუქრება, მაგრამ იგი ძალიან მშვიდი და თავდაჯარებულია.

შერსტიაჩენკომ აგრეთვე ცათამბჯენის კიდეზე ჰოვერბორდზე ისრიალა და რთული აკრობატული ილეთები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ შერსტიაჩენკო პროფესიონალი სპორტსმენია. ტელეკომპანია ყველას აფრთხილებს, რომ მსგავსი ილეთების გამეორება სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34052″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button