ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს [Video]

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის არცრუნ ოვანესიანის ინფორმაციით, მთიან ყარაბღში, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიად ითვლება, აზერბაიჯანულმა მხარემ 2 აპრილის ღამით ტანკების, არტილერიის და ავიაციის გამოყენებით დასახლებულ პუნქტებზე აქტიური შეტევა განახორციელა. სომხურმა ჯარმა საპასუხო კონტრდარტყმა მიიტანა, აზერბაიჯანულმა მხარემ ცოცხალი ძალის და ტექნიკის დანაკარგი განიცადა, ჩამოგდებულია მისი ვერტმფრენი, – იუწყება Interfax.

მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988 წელს დაიწყო, როცა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის შესახებ განაცხადა. 1992-1994 წლებში მხარეებს შორის გაჩაღებული ომის შედეგად აზერბაიჯანმა ყარაბაღსა და 7 მიმდებარე რაიონზე კონტროლი დაკარგა. შედეგად, მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამჟამად რეგიონს დე-ფაქტო დამოუკიდებელი, სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მთლიანად აკონტროლებს, გაერო კი მას აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.

როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 4 მატრს აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალები გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button