თელავის მოსახლეობის ნაწილს გაზის საფასური გაუძვირდა

თელავის მოსახლეობის ნაწილ, 7000 აბონენტს გაზის მომატებული ტარიფის გადახდა მოუწევს.

ცვლილება იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. კომპანია ვისოლ გაზის გადაწყვეტილებით, დღეიდან ეს აბონენტები 48 თეთრის ნაცვლად, 59-ს გადაიხდიან.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ 5 ათასამდე მაცხოვრებლის ხელმოწერა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ისინი გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვენ. დოკუმენტი მთავრობის კანცელარიას უკვე ჩაბარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button