„2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“

“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” იწვევს საქართველოში, სურსათის სფეროში მომუშავე საწარმოებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის გამარჯვებულიც გამოცხადდება „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოდ“ „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიალზე. როგორც რადიო ჰერეთს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიდან აცნობეს, კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში — „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“.

 

ევრაზიის თანამშორმლობის ფონდი ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით. ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება.

 

„ოქროს ბრენდი“ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში, კომპანია Global Idea-ს და გაზეთ FINANCIAL-ს ეკუთვნის. „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2006 წლიდან ტარდება და მასზე გამოვლინდებიან საქართველოში მომუშავე ყველაზე წარმატებული კომპანიები, სხვადასხვა ნომინაციით.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გვერდზე

 

მსგავსი პოსტები

Back to top button