“ნაც. მოძრაობამ აქტივისტებს თანხა გადაუხადა”

“ეს არის მასკარადი და დადგმული სპექტაკლი, რომელშიც ორივე მხარე მონაწილეობდა”,- ასე გამოეხმაურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე პროცესებს ნინო ბურჯანაძის პარტიის წამომადგენლობა კახეთში.

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი ირწმუნება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთთანაა შეკრული. უფრო მეტიც, შოშიაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაში მონაწილეობისთვის “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქტივისტებს თანხა გადაუხადა.

შოშიაშვლის თქმით, “დღევანდელმა პროცესმა და პოლიციის თანამშრომელთა გამგეობაში გამოძახებამ ნათლად დაადასტურა, რომ ხელისუფლება უსუსურია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button