“თამარ მეფე”- ს Trailer უკვე გამოჩნდა [Photo/Video]

ფილმის- “თამარ მეფე”Trailer  უკვე გამოჩნდა. კინოსტუდია “ხომლის” მხატრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლი ქართველ მეფეთა ცხოვრების დეტალებზე გვიამბობს.

კინოსტუდია “ხომლი” ვახტანგ გორგასალის, გიორგი ბრწყინვალესა და ბაგრატის შესახებაც ამზადებს ფილმებს.

“თამარ მეფე”  – ფილმის რეჟისორი ლევან ლომაშვილია. სცენარის ავტორი ნინო სადღობელაშვილი და გურამ მეგრელიშვილი. თამარ მეფის როლს კი მსახიობი ანა მატუაშვილი ასრულებს.

ფილმის – “თამარ მეფე” ქრონომეტრაჟი საათი და 10 წუთია.

რეჟისორის თქმით, მისი დიდი სურვილია, რომ ფილმი სკოლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოსავით გახდეს. რათა ბავშვებმა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ ვიზუალური თვალსაჩინოებით გაიცნონ თამარ მეფე და მისი ეპოქა.

თამარ მეფის მეუღლეების გიორგი რუსის და დავით სოსლანის როლებს გიორგი მერებაშვილი და გოგიტა ტრაპაიძე ასრულებენ, ფილმში ასევე მონაწილეობენ გივი ჩუგუაშვილი, დარეჯან ხარშილაძე, გიორგი ზანგური და სხვები.

 

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29810″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1455884636171″]

მსგავსი პოსტები

Back to top button