დევიდ ლი: დღევანდელ ხელისუფლებას ძინავს

“მაგთიკომის” გენერალური დირექტორი დევიდ ლი სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება და წერს, რომ: სამწუხაროდ ყოფილი პრეზიდენტს საერთაშორისო იმიჯი არ არის საკმარისი აქ ან დასავლეთში. დღევანდელ მთავრობას ძინავს.რუსეთიდან მუქარა, არის ძალიან სერიოზული. დღეს ახალი პრობლემების წინაშე ვართ:  გაზპრომი და ვიმპელკომი არის რუსული კომპანიები.” – წერს დევიდ ლი

„გაზი და ინტერნეტი არის სტრატეგული რესურსები. მე საერთოდ ვერ გავიგე, რატომ არ იცის მთავრობამ, რომ რუსეთის მხრიდან ინტერნეტის კონტროლი კატასტროფაა სიტყვის თავისუფლებისთვის საქართველოში.

ინტერნეტის ქსელი არის უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ახალი რუსეთის სამხედრო ბაზა თბილისში.

„კავკასუს ონლაინი“ არ არის პატარა ქსელი, ის არის 21 საუკუნე იარაღი. მე მაქვს 9 წელიანი სამხედრო გამოცდილება, ვმუშაობი იემენში, სინგაპურსა და რუსეთში, როგორც მობილური ტელეკომუნიკაციის ქსელის დირექტორი.

ბევრმა ექსპერტმა იცის, რომ მე სიმართლეს ვლაპარაკობ. როცა ამბობენ, რომ ინტერნეტი არ არის პრობლემა, ეს არის ტყუილი. როცა ამბობენ, რომ არ არსებობს შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კონტრაქტი, ეს არის დიდი ტყუილი. არ მიყიდო საქართველოს მომავალი რუსეთს” – წერს მაგთიკომის გენერალური დირექტორი დევიდ ლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button