კიოლნში ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენეს [Video]

ბელგიელი ჟურნალისტი ქალი, ესმერალდა ლაბიე, რომელიც კიოლნში ყოველწლიურ კარნავალს აშუქებდა, პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, – წერს ბრიტანული გაზეთი The Sun.

ინციდენტი კიოლნის ცენტრალური მოედნიდან პირდაპირი ჩართვის დროს მოხდა. ლაბიეს თქმით, მას უკნიდან კაცი მიეპარა და კისერში აკოცა. ჟურნალისტს ამ ქმედებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ვინაიდან რეპორტაჟის ტექსტზე იყო კონცენტრირებული. მაგრამ როცა მან გადაცემის ჩანაწერი ნახა, შოკში ჩავარდა.

გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, ლუდის ქილით ხელში, ჟურნალისტს უკნიდან მიეპარა და სქესობრივი აქტის მოძრაობების იმიტაცია დაიწყო. მაგრამ ინციდენტი ამით არ ამოწურულა – მეორე კაცმა ლაბიეს მკერდზე ხელი სტაცა და ყურში ჩასჩურჩულა: “არ გინდა, დღეს საღამოს ერთად დავიძინოთო?”.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს კიოლნის მოედანზე 2 ათასი პოლიციელი მორიგეობდა, თუმცა ამ ფაქტმა ჟურნალისტი ქალი შეურაცხყოფისგან ვერ იხსნა, – წერს The Sun.

მსგავსი პოსტები

Back to top button