საბერძნეთში მეზღვაურებმა გაფიცვა გამოაცხადეს

სრულიად საბერძნეთის მეზღვაურთა ფედერაცია (PNO) 48 საათიან გაფიცვას აცხადებს. როგორც ცნობილია, მეზღვაურები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკის მკაცრ ზომებს აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, 20 და 21 იანვარს საბრძნეთის ყველა პორტში გემებს გააჩერებენ და კუნძულებს შორის საბორნე მიმოსვლას შეწყვეტენ.

მეზღვაურები მთავრობის მიერ დაგეგმილ საპენსიო და სადაზღვევო სისტემების რეორგანიზაციის გეგმებს აპროტესტებენ. მათი აზრით, საქმე მეზღვაურთა არსებობას ეხება. ისინი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც მსოფლიოში მეზღვაურთა სადაზღვევო უძველესი ფონდის ლიკვიდირებასა და მის გადაცემას სააქციო კომპანიისთვის აპირებს.

პროფკავშირმა მთავრობის გეგმებს სოციალური დაზღვევის სისტემის სრული დანგრევა უწოდა.

სრულიად საბერძნეთის მეზღვაურთა ფედრაცია საპროტესტო აქციების გაფართოებას მომავალშიც გეგმავს.

როგორც ცნობილია, 2015 წლის ნოემბერში ბერძენმა მეზღვაურებმა ოთხდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ მთავრობის ანტისახალხო პოლიტიკასთან საბრძოლველად მხოლოდ ამგვარ რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button