დაკარგულთა ოჯახები აქციებს აღარ გამართავენ

ლაგოდეხის მთებში დეკემბრის ბოლოს დაკარგული მონადირეების ოჯახებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ.

უწყების მაღალჩინოსნები ლაგოდეხში იმყოფებოდნენ და ამ თემაზე არსებული ბოლო ინფომრაცია დაკარგულთა ახლობლებს შეატყობინეს. მინისტრის მოადგილეებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაღესტანში დაკავებულები დაკარგული მონადირეები არიან.

ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებისგან მოითხოვეს სამძებრო სამუშაოებში ჩართვის და დაღესტანში გადასვლის ნებართვა, რაზეც თანხმობა ჯერჯერობით ვერ მიიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაკარგულების ოჯახებს საპროტესტო აქციების გამართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს, რაზეც ამ ეტაპზე თანხმობა მიიღეს. თუმცა დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში ოჯახის წევრები მასშტაბური აქციების დაწყებას მაინც აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ სამი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები მესამე კვირაა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button