“დაღესტანში დაკავებულების გადმოცემაზე მოლაპარაკება დაიწყო”

დაღესტანში დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის გადმოცემასთან დაკავშირებით, საქართველოსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს შორის კომუნიკაცია შედგა.

ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საუბრობს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ის მონადირეები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კაბალის ხეობიდან გაუჩინარდნენ. თუმცა,როგორც კახეთის გუბერნატორი აცხადებს, მათ საბოლოო იდენტიფიცირებამდე სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.

ერთ-ერთი მონადირის ოჯახი ადასტურებს, რომ სამივე დაკარგული დაღესტანში იმყოფება. მონადირეები ახლობლებს ამ დრომდე არ დაკავშირებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button