სააკაშვილი, გვარამია, ნიჟარაძე – მორიგი ჩანაწერები ინტერნეტში

უკრაინულ ვებ-გვერდზე, uarevo.in.ua-ზე სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და “რუსთავი 2”-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის მორიგი აუდიოჩანაწერი ქვეყნდება. მასში სააკაშვილი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ არხის ზოგიერთი ჟურნალისტი რევოლუციის მომხრე არ არის.

მიხეილ სააკაშვილი: მე ვიზიარებ რომ, არ გვინდა შეშინება ჟურნალისტების კოლექტივის… ერთადერთი წაიმუშავე ყველასთან სათითაოდ… მაგათ აუხსენი, ყველას გაყრიან სათითაოდ.

ნიკა გვარამია თემურ ჯანაშიას ახსენებს და აცხადებს, რომ დაცვის ორგანიზებას მას დაავალებენ, მიხეილ სააკაშვილი კი ყოფილი სპეცრაზმელების საჭიროებაზე საუბრობს.

ნიკა გვარამია: ეს სპეცრაზმელები საიდან მოვიყვანო, ნაცებს ვთხოვო, რომ დამაკავშირონ?

მიხეილ სააკაშვილი: გივი იცნობს ყველას….

უკრაინული ვებგვერდი სავარაუდოდ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის სატელეფონო საუბარსაც აქვეყნებს. გამოქვეყნებულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.

“ვიყავი პოროსთან და მოვედი უკან, ახლა დავამთავრე”, – ამბობს სააკაშვილი. ამის შემდეგ სააკაშვილი და ნიჟარაძე საუბრობენ თუ როდის გადაწყვეტს გარკვეულ საკითხს, თუმცა რა ამბავს გულისხმობენ, უცნობია. გარდა ამისა, სააკაშვილი ეუბნება ნიჟარაძეს, რომ “მანდ სისხლისღვრა იქნება”.

“სტო პრო” იქნება ქინძი ვიყო”, – ამბობს სააკაშვილი.

გარდა ამისა, სააკაშვილი და ნიჟარაძე ამ საუბრის მიხედვით შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობენ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ნოდარ მელაძეზე.

ჩანაწერების ნამდვილაბა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button