ბრიტნი სპირსის კონფუზი Youtube-ის ახალ ჰიტად იქცა [Video]

ამერიკელი მომღერლის, ბრიტნი სპირსის გამოსვლის ამსახველმა ვიდეორგოლმა Youtube-ზე მილიონ-ნახევარი ნახვა დააგროვა.

ლას ვეგასის პოპულარულ კლუბ Planet Hollywood Resort & Casino-ში სიმღერის შესრულების დროს, სპირსს შავ კომბინეზონზე უცაბედად ელვა-შესაკრავი გაეხსნა.

ბალეტის მსახიობებმა კონფუზის გამოსწორება სცადეს, მაგრამ მომღერლის დინამიკური მოძრაობის გამო, ვერაფერს გახდნენ და სპირსმა სიმღერა გახსნილი ელვა-შესაკრავით გააგრძელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button