რადიო ჰერეთი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მსმენელისთვის თვითმმართველობის თემაზე „რადიო ბლოგების“ ტრანსლირებას დაიწყებს.

როგორც რადიო „ჰერეთის“ მენეჯმენტი აცხადებს,პროექტი “რადიო ბლოგი”, რომელიც ითვალისწინებს „რადიო ბლოგების“ საშუალებით მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის ეფექტიან მონიტორინგს არის ინოვაციური სიახლე.

მსგავსი ფორმატის და მასშტაბის პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. ქართული ბლოგოსფეროსთვის რადიობლოგინგი თითქმის უცნობი და აუთვისებელი სფეროა.

რადიო ჰერეთმა ღია კარის კონკურზე „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ დაფინანსება მოიპოვა, რომლის მიხედვითაც 8 თვის განმავლობაში რადიოსადგური კახეთში 10 ბლოგერს მოამზადებს.

შერჩეული ბლოგერები, რომლებსაც სპეციალური სწავლება რადიო ჰერეთის ბაზაზე ჩაუტარდებათ თვითმმართველობის, სამოქალაქო უფლებების დაცვის, „რადიობლოგინგის“ და გენდერის საკითხებზე შექმნიან 70-ზე მეტ „რადიო ბლოგს“ საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ და მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც გადაცემა ,,რადიო ბლოგის” სახით „ჰერეთის“ ეთერში გავა.

პროექტის განმავლობაში მომზადება ასევე საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ „თავისუფალი დრო” მარინა გოგოლაძესთან ერთად.

მიმდინარე წლის მაისიდან შეიცვლება რადიო ჰერეთის ვებგვერდიც.

რადიოსადგურმა ვებგვერდის განახლებული დიზაინი შეერთებულ შტატებში უკვე შეიძინა და მალე მოდერნიზებული ვერსია ჩაეშვება ინტერნეტში, რომელიც გაცილებით ეფექტური და პრაქტიკული იქნება ინტერნეტმომხმარებლისთვის.

ჰერეთის ახალი ვებგვერდი ადაპტირებული იქნება სმარტფონების ოპერაციულ სისტემებთანაც, რაც დამატებითი საშუალება შექმნის „რადიო ბლოგერებისთვის“, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სმარტფონებითვე განათავსებენ ამა თუ იმ მასალას ჰერეთის ვებგვერდზე, ამასთანავე მისცემს საშუალებას ვებგვერდის მომხმარებლს წვდომა მოსახერხებელი იყოს სადაც არ უნდა იმყოფებოდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button