“ალექსანდროულსა და მუჯურეთულს სახელმწიფო 5 ლარად ჩაიბარებს”

სახელმწიფო ერთ კილოგრამ მწიფე ალექსანდროულსა და მუჯურეთულს 5 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება 3 ლარად, შერეული ჯიშის ყურძენს კი 70 თეთრად მიიღებს.

ამის შესახებ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომელმაც რაჭის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაიწყება რთველი. მისი თქმით, რთველის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button