“თუ არ შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ტუალეტში გასვლისგან, მაშინ აქედანვე წადით”

“თუ არ შეგიძლიათ რომ საათნახევარი თავი შეიკავოთ ტუალეტში გასვლისგან, მაშინ აქედანვე წადით, ირბინეთ ერთი 10 წუთი და მერე შემოდით. საათნახევარი აქედან კაცი ვერ გავა. საათნახევრის შემდეგ გვექნება შეხვენება”, – ამ სიტყვებით დაიწყო საკრებულოს სხდომა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძემ, რასაც საკრებულოს წევრთა გაოცება მოჰყვა.

სხდომათა დარბაზიდან ბარბაქაძის მოწოდების მიუხედავად არავინ გასულა და სხდომა დაიწყო.

მოუსმინეთ ჩანაწერს საკრებულოს სხდომიდან

 

მსგავსი პოსტები

Back to top button