“რაკეტა ბავშვის საწოლს დაეცა, საბედნიეროდ ბავშვი საწოლში არ იწვა”

დაზარალებული ოჯახი სოფელ კაბალში ამბობს, რომ “სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა საძინებელში,ბავშვის საწოლს დაეცა, თუმცა ბავშვი იმ დროს საწოლში არ იწვა”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ნათიკ ასლანოვმა განუცხადა, რომელიც ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია.

IMAG0701მანამდე კი ამბობს, რომ მისმა ოჯახმა მატერიალურის გარდა მორალური ზიანიც მიიღო. ნათიკ ასლანოვი გვიყვება, რომ “ჭურვი ოთახში ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა და იმ დროს იქ, რომ ვინმე ყოფილიყო, სერიოზულ ზიანს მიიღებდა”.

ასლანოვების თქმით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ღამის 4 საათზე, მათთან ომპანია “დელტას” წარმომადგენლები მივიდნენ და ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ. პარალელურად, დაიწყებულია გამოძიება დეტალების გასარკვევად.

რაკეტა პოლიციის აფენის სამმართველოშია გადატანილი. დაკითხვაზე იმყოფებოდა თავად ნათიკ ალიევიც.

ნათიკ ასლანოვი-ხმა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერი – ტექნიკური ცენტრი “დელტა” კაბალში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს.

როგორც რადიო “ჰერეთს” კომპანიის პიარ-სამსახურის წარმომადგენელმა გიგა ინაშვილმა განუცხადა, “ზარალს, რომელიც ასლანოვების ოჯახმა მიიღო, მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს”.

ინაშვილის თქმით, “მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რატომ შეიცვალა რაკეტამ ტრაექტორია და რატომ ჩამოვარდა ის დასახლებულ პუნქტში”.

DSCN7819თუმცა გამოძიების დასრულებამდე ინაშვილის ამბობს: მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი რაკეტა აღმოჩნდა ბრაკი. ტრაექტორია შეიცვალა და სოფელ კაბალში ერთ-ერთი მაცხოვრების სახლს დაეცა ზემოდან. იქ არანაირი აფეთქება არ მომხდარა. თვითონ რაკეტა მაქსიმალურად უსაფრთხოა და არ აქვს საბრძოლო მუხტი. რა თქმა უნდა უსიამოვნო ფაქტია, თუმცა მთლიანად იქნება ანაზღაურებული სახელმწიფოს მიერ”, – განაცხადა გიგა ინაშვილმა და დაამატა, რომ “ასეთი ფაქტები იშვიათად, თუმცა ხდება ხოლმე, როცა 1000-დან ერთი გამოდის ბრაკი”.

გიგა ინაშვილი_ხმა

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18229″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1442488359946″]

მსგავსი პოსტები

Back to top button