ლტოლვილებთან სასტიკი მოპყრობის გამო ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვეს

უნგრული ტელეარხის –  N1TV ოპერატორი პეტრა ლასლო სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც ქსელებში ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ჟურნალისტი სირიელ ლტოლვილებს სასტიკად მოექცა.

ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა საბოლშ კიშბერმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი განცხადება გამოაყვეყნა:

„დღეს, ჩვენი კოლეგა რესკეს ლტოლვილთა მიმღებ პუნქტში უღირსად მოიქცა… ჩვენთვის ინციდენტი ამოწურულია.“

რესკე – უნგრეთის სამხრეთით განლაგებული, ლტოლვილთა დროებითი ბანაკია.

ვიდეოჩანაწერი ასახავს კადრს, სადაც ცისფერპერანგიანმა ოპერატორმა ქალმა ბავშვიან ლტოლვილ მამაკაცს ფეხი დაუდო და წააქცია.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაირკვა, რომ ჟურნალისტი უღირსად ადრეც იქცეოდა. მეორე რგოლში, ლასლო ლტოლვილ გოგონას მუხლში ფეხს ურტყამს.

უცხოური პრესა აღნიშნავს, რომ N1TV ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი არხია და უნგრეთის რადიკალ მემარჯვენეთა პარტია „იობიკ“ -თან (Jobbik Magyarországért Mozgalom) კავშირშია შემჩნეული.

მსგავსი პოსტები

Back to top button