“კახეთში ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა”

ფოტოზე : ზაქრო ზაქარიაშვილი

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 23 წლის მამაკაცი დააკავეს კახეთში – ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ სანიორეში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1980 წელს დაბადებული ზაქრო ზაქარიაშვილი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვიმიტანილი პირი თელავის რაიონის სოფელ ფშაველში დააკავეს. გამოძიების თქმით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ზაქრო ზაქარიაშვილი რადიო “ჰერეთის” ყოფილი თანამშრომლის ნატო სიბაშვილის მეუღლეა. წლების წინ ჟურნალისტურ საქმიანობას თავად ზაქრო ზაქარიაშვილიც ეწეოდა. ის გაზეთში “მთავარი კახეთში” მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button