Facebook-ი ერთდროულად მილიარდმა მომხმარებელმა მოინახულა

სოციალური ქსელის – Fasebook-ის მომხმარებელთა რაოდენობამ, ერთ დღეში, 1 მილიარდ ადამიანს მიაღწია, – წერს მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე.

facebook-3rd„ჩვენ მნიშვნელოვანი მიჯნა გადავლახეთ. მილიარდმა ადამიანმა ერთ დღეში, „ფეისბუქით“ ერთდროულად ისარგებლა.

„ორშაბათს, 25 აგვისტოს, დედამიწის ყოველი მეშვიდე მცხოვრები „ფეისბუქზე“ შევიდა, რათა ოჯახს და მეგობრებს დაკავშირებოდა“, – გვაცნობებს ცუკერბერგი.

მარკ ცუკერბერგი (ინგლ. Mark Zuckerberg) (დ. მარკ ელიოტ ცუკერბერგი, 14 მაისი, 1984) — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ვებ-გვერდის Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, რომელიც ფორბსის 2010 წლის მონაცემებით, 4 მილიარდი დოლარის მფლობელია. ცუკერბერგმა „Facebook“-ი, თანაკურსელებთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში – 2004 წლის 4 თებერვალს შექმნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button