სოფელ ჭიაურში 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, 28 წლის მამაკაცი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოწყობილ სათბურში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” გამგებლის წარმომადგენელმა სოფელში თანანა ხვედელიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, “მამაკაცი სათბურში ნარგავებს რწყავდა, რა დროსაც დენმა დაარტყა”.

მომხდარზე შს სამინისტროს ლაგოდეხის სამმართველო გამოძიებას აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმეზე ძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button