ჰერეთის მენეჯმენტის ვიზიტი ამერიკაში დასრულდა

“ქრომველ გრუპისგან”, რომელიც ამერიკის რამდენიმე შტატში 28 რადიოსადგურს ფლობს, რადიო ჰერეთს თბილისში ახალი რადიოსადგურის გასაშვებათ გადამცემი აპარატურა საჩუქრად გადაეცა. რადიოსადგურის თანამშრომლები კი კენტუკისა და ტენესის შტატების მაუწყებელთა ასოციაციის საპატიო წევრები გახდნენ. გაიმართა საქმიანი ლანჩები ამერიკის ბიზნესსექტორთან და პოლიტიკოსებთან.  – ამის შესახებ ამერიკიდან დაბრუნებულმა რადიო ჰერეთის მფლობელმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც  კიდევ 3 თანამშრომელთან ერთად შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

“რადიოს მენეჯმენტი გაეცნო ახალი პარტნიორის მუშაობის პრინციპებს მენეჯმენტის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, პროგრამული და ფინანსური დაგეგმარების მიმართულებით. ჩვენ ვემზადებით თბილისის ეთერისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული დღე, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გავატარეთ. ძალიან გაგვიმართლა, ზუსტად იქ მოვხვდით, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.” – განაცხადა სამხარაძემ.

ქართველები ამერიკულ რადიო გამოცდილებას იძენენ– ამ სათაურით კენტუკის ადგილობრივმა dailynews-მა სტატიაც გამოაქვეყნა.

რადიო ჰერეთის მენეჯმენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. რადიოს თანამშრომლები ამერიკაში საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა GMPP/IREX და შეერთებული შტატების საელჩოს პატრონაჟით იმყოფებოდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”14431″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1438691326040″]

მსგავსი პოსტები

Back to top button