არქიმედეს კლინიკა ფართოვდება [Photo/Audio]

არქიმედეს ახალი კლინიკა ლაგოდეხში მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” კომპანიის ხელმძღვანელმა, კახა ვარადაშვილმა განუცხადა.

ვარადაშვილის თქმით, საავადმყოფო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ტექნიკით. იქნება ბავშვთა რეანიმაცია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მისივე თქმით, შენობაში მოხუცთა სახლის განთავსებაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში ძველი საავადმყოფოს შენობის ერთი ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ კერძო მესაკუთრეზე რამდენიმე თვის წინ გაასხვისა.

შემდეგ კი მესაკუთრემ ობიექტი იჯარით კომპანია “არქიმედეს” 10 წლის ვადით გადასცა, სადაც ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კახა ვარადაშვილი_ხმა

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”14369″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button