ორგანიზაციამ ლგბტ-თემის წარმომადგენლებს აკრძალვა მოუხსნა

აშშ-ის ბოისკაუტების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, ლგბტ-თემის წარმომადგენლებს სამსახურში დაქირავებაზე, აკრძალვა მოუხსნა.

სხდომაზე, რომელიც ტეხასში ჩატარდა, ამ ინიციატივას მხარი 45 დელეგატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგი გამოვიდა, – გადმოსცემს ტელეარხი LifeNews.

სკაუტური მოძრაობის პრეზიდენტმა რობერტ გეიტსმა, რომელიც ადრე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, აღნიშნა რომ, ეს ზომა მშობლებსა და ბავშვებს იმ სკაუტური რაზმების არჩევის საშუალებას მისცემს, რომლებიც მათ მსოფლმხედველობას შეესაბამება.

„თანამედროვე ოჯახებს მსგავსი აკრძალვების მოხსნა, ძალიან სჭირდება“, – დასძინა გეიტსმა.

ამასობაში, ბოისკაუტების ერთ-ერთ სერიოზულ სპონსორს – მორმონთა ეკლესიას, ამ გადაწყვეტილებაზე, ძალიან ნეგატიური რეაქცია ჰქონდა. კერძოდ, აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში, ისინი ბოისკაუტების ორგანიზაციას მხარს აღარ დაუჭერენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button