სოსო ჯაჭვლიანს EBRD-ი სალანძღავი სიტყვა ჰქონია

სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ “ის EBRD-ზე არასდროს ყოფილა და ეკა ხერხეულიძემ მისი ოჯახის დანგრევა სცადა”.

“ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ბრძანა ამ რამოდენიმე თვის წინ, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. თქვენი გუნდი დადიოდა ამ იბიარდზე 10 წლის განმავლობაში. ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით იმპლემენტირება გავაკეთოთ საღი აზრების”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, რომ EBRD-ი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აბრევიატურაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button