კუმისში 40 მდე სახლი იწვის

კუმისში 40-მდე საცხოვრებელი სახლი იწყვის, არიან დაშავებულებიც.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. საცხოვრებელ სახლებთან ერთად ცეცხლმა ინფრასტრუქტურაც დააზიანა. – იუყწება ტელეკომპანია “რუსთავი2”.

“არიან დაშავებულები, მათ შორის არის ფეხმძიმე გოგო, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს” – იუწყება ტელეარხი.

დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ სამაშველო სამსახურში.დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

კუმისელთა თქმით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მას შემდეგ გადაედო, რაც ერთ-ერთი მოქალაქე საცხოვრებელი სახლის ეზოში ნაგავს წვავდა და ვითარების გაკონტროლება ვერ შეძლო.

ამ წუთებში, კუმისში 15 სახანძრო ჯგუფი და 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

კუმისი — სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში (კუმისის თემი), კუმისის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, თბილის-მარნეულის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 500 მ, გარდაბნიდან 48 კმ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”11943″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1436100056055″]

მსგავსი პოსტები

Back to top button