მექსიკაში მერმა ცოლად ნიანგი მოიყვანა [Video]

მექსიკის ქალაქ სან-პედრო-ჰუამელულას მერი ჯოელ ვასკეს როჰასი ნიანგზე დაქორწინდა.

სიმბოლური ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდა. „პატარძალს“ საქორწინო კაბა ეცვა და ახლად-დაქორწინებულებმა ერთგულების ფიცი „მხურვალე კოცნითაც“ განამტკიცეს. თუმცა უსაფრთხოების მიზნით, რეპტილიას პირი აკრული ჰქონდა, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა Clarin.

საქორწინო ფიცის წარმოთქმის შემდეგ, ნიანგი ტბორში გაუშვეს. ცერემონია ცეკვით და სადღესასწაულო ფოიერვერკებით დასრულდა.

ანალოგიური „ქორწილი“, როჰასის მონაწილეობით, გასულ წელსაც ჩატარდა. სან-პედრო-ჰუამელულა მეთევზეთა ქალაქია, რომელიც მექსიკის სამხრეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზეა განლაგებული. უჩვეულო ქორწილები ადგილობრივი ტრადიციებით არის ნაკარნახები. მექსილელები თვლიან, რომ „პრინცესასთან“ ქორწინება მზიანი ამინდის მომტანია და შესაბამისად, ბადეს უამრავი თევზი ამოჰყვება.

სან-პედრო-ჰუამელულაში 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი, რომელიც შტატ ოაჰაკაშია განლაგებული, მექსიკის რეგიონებიდან, უღარიბესად ითვლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button