ტექნიკის შეძენის გამო ვაქირში ოჯახს დახმარება მოუხსნეს [Audio]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მცხოვრები 67 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც 1 ჯგუფი აქვს მინიჭებული, სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს.

როგორც რადიო “ჰერეთს” მარიამ ქართველიშვილმა განუცხადა, სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა მას ფულადი დახმარება განვადებით შეძენილი ტექნიკის გამო მოუხსნეს.

ქალბატონის მეუღლე ამბობს, რომ რამდენიმე თვეა სოციალურ სააგენტოს ხელახალი გადამოწმების მოთხოვნით მიმართა, თუმცა ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების უფროსმა ზურაბ ზურაბაშვილმა რადიო “ჰერეთს” განუცხადა, რომ ოჯახის გადამოწმება სამინისტროს მიერ მკაცრად გაწერილი გრაფიკით უნდა მოხდეს, თუმცა რა ვადებში ამ ეტაპზემისთვისაც გაურკვეველია.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ქართველიშვილების სარეიტინგო ქულა,რომელიც 70 ათას სცილდება, ახლად შეძენილმა სარეცხის მანქანამ და გამათბობელმა განაპირობა.

მოუსმინეთ აუდიომასალს

მსგავსი პოსტები

Back to top button