რაიონებში “საერთო კრებები” შეიქმნება

მუნიციპალიტეტებში “დასახლების საერთო კრებები” შეიქმნება.

“დასახლების საერთო კრება”, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, “დასახლების საერთო კრება არის სოფლის, დაბის, ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ქმედით ჩართულობას დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში”.

კანონპროექტით საერთო კრება უფლებამოსილია: იმსჯელოს დასახლებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button