ჰერეთი ამერიკული The Cromwell Group, Inc-ის პარტნიორი გახდა

რადიო ჰერეთის მენეჯმენტის 4 კაციანი ჯგუფი, შეერთებულ შტატებში, ქანთრი მუსიკის სამშობლოში – ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილში ივლისის ბოლოს გაემგზავრება თავის ახალ პარტნიორ რადიო WYCQ, Cromwell Group (ქრომველ გრუპი) -თან შესახვედრად.

“ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა ის, რომ სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ჩვენს ახალ პარტნიორთან ვიზიტი, რადგან ინტენსიურად ვემზადებით თბილისის ბაზარზე შემოსასვლელად. ივლისის ბოლოს ჰერეთიდან ჩემთან ერთად მარკეტინგის, ტექნიკური დეპარტამენტის, ფინანსური დეპარტამენტის მენეჯერებიც იქნებიან, მინდა მადლობა გადავუხადო პროგრამის ორგანიზატორებს, ზუსტად ისეთი პარტნიორი შეგვირჩიეს, რომელიც ფლობს დიდ და პატარა რადიოსადგურებსაც” – ამბობს რადიო ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე.

Cromwell Group – ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 რადიოსადგურს ფლობს. აქედან 6 AM და 22 FM რადიოს. ჯგუფი ფლობს 30 შვილობილ მედიაკომპანიასაც.

Cromwell Group – ი ამერიკის რადიო ბაზარზე 1969 წლიდან ოპერირებს.

ჰერეთმა გასულ წელს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) გაიმარჯვა, რომელიც ხელს უწყობს ქართველ და ამერიკელ მონაწილეთა შორის მდგრადი კავშირების შექმნას.

GMPP-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, პროფესიული გაცვლებით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით.

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა (GMPP) დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ და მას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)-ი ახორციელებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”11629″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1435833665300″]

მსგავსი პოსტები

Back to top button