2 ოქრო, 6 ვერცხლი 8 ბრინჯაო – ევროპული თამაშები დასრულდა [Video]

ბაქოს I-ი ევროპული თამაშები დასრულდა, ყველა მედალი გათამაშდა.

ქართულმა დელეგაციამ ჯამში 16 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 6 ვერცხლი 8 ბრინჯაო და ქვეყნების ჩამონათვალში 21-ე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ორი ოქრო ჩვენ ქვეყანას ძიუდოისტებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა მოუტანეს.

მედლების უბრალო ჩამონათვალით, საქართველო 16 მედლით მე-14 ადგილს იკავებს.

ბაქოს ევროპული თამაშები უდიდესი უპირატესობით რუსულმა დელეგაციამ მოიგო, რომლის ანგარიშზე 164 მედალია (79 ოქრო, 40 ვერცხლი, 45 ბრინჯაო).

მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი: 56 მედალი (21 ოქრო, 15 ვერცხლი, 20 ბრინჯაო).

მესამეზე დიდი ბრიტანეთი გავიდა – 47 მედალი (18 ოქრო, 10 ვერცხლი, 19 ბრინჯაო).

ბაქოს I ევროპული თამაშების მიმოხილვა და დახურვის ცერემონია

მსგავსი პოსტები

Back to top button