საქართველომ ბაქო 2015-ზე მედლები გააათა

22 ივნისს, ბაქოს I ევროპულ თამაშებზე ქართველებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს, სამივე ბრინჯაო და სამივე სამბისტების ანგარიშზეა.

57 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოიგო ვახტანგ ჩიდრაშვილმა, რომელმაც რუმინელი ორლანდო გრუია დაამარცხა.

74 კგ. წონით კატეგორიაში კახა მამულაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუგო ბულგარელ მარტინ ივანოვს.

90 კგ. წონით კატეგორიაშვილი დავით კარბელაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი კანან გასიმოვი დაამარცხა.

ამრიგად, ქართულ დელეგაციას ბაქოს ევროპულ თამაშებზე უკვე ათი მედალი აქვს – 3 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

მსგავსი პოსტები

Back to top button