“ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება”

სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა , რომელმაც მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა.

მისი განმარტებით, შემცირება მიმდინარე ხარჯებს შეეხო, რომელთა დიდი ნაწილიც კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის იქნება მიმართული.

ფინანსთა მინისტრის თქმით, დღესვე მთავრობას წარუდგენს რამდენიმე განკარგულების პროექტს, რომელიც თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრვისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button