ოჯახი საკვებს და დასაქმებას ითხოვს – აქცია გამგეობასთან [Photo/Audio]

მდუმარე საპროტესტო აქცია ლაგოდეხის გამგეობის შენობის წინ. სოფელ ცოდნისკარში მცხოვრები სოციალურად დაუცველი გიორგი ჭანყოშვილი, მეუღლესთან და 1 წლის შვილთან ერთად გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან საპროტესტო აქციას მართავს.

ჭანყოშვილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დასაქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს “სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს”.

როგორც რადიო “ჰერეთს” ჭანყოშვილმა განუცხადა, ის “მცირეწლოვანი შვილისა და ფეხმძიმე მეუღლის გამოკვებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს”. მისივე თქმით, “ოჯახმა საცხოვრებელი სახლი საბანკო სესხის გამო დაკარგა და ახლა ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ”.

გიორგი ჭანყოშვილს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვს. ის ამბობს, რომ “ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, რამაზ მანაგაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მასზე და ქართული ოცნების სხვა მხარდამჭერებზე ზეწოლებს ახდენდაო”, – განაცხადა ჭანყოშვილმა.

ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს თავად რამაზ მანაგაძე და ამბობს, რომ მას საერთოდ არ იცნობს. “მას ალბათ არ აქვს ინფორმაცია, რომ მე თანამდებობა დავტოვე”, – განაცხადა მანაგაძემ.

გიორგი ჭანყოშვილის თქმით, კი ის საპროტესტო აქციას მანამდე გააგრძელებს ვიდრე მისი მოხოვნები არ დაკმაყოფილდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”10628″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1434979729215″]

მსგავსი პოსტები

Back to top button