A+
A-
დედამიწის მოსახლეობა 31 ოქტომბერს 7 მილიარდი იქნება
17 ოქტომბერი 2011 09:21:37

დედამიწის მოსახლეობის რიცხოვნობამ მიმდინარე წლის ოქტომბერში, შესაძლოა, 7 მილიარდს მიაღწიოს. ეს იმაზე ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე ბოლო 50 წლის განმავლობაში იყო. 2100 წლისათვის კი ამ მაჩვენებელმა, შესაძლოა, 10 მილიარდს გადააჭარბოს. ასეთი მონაცემები ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაეროს მოსახლეობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნაზუსტი თარიღი, თუ როდის მიაღწევს მოსახლეობის რაოდენობა ამ ნიშნულს, უცნობია.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდი სავარაუდო თარიღად 31 ოქტომბერს ასახელებს და ამ დღის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებიც დაგეგმა

 

მოსახლეობის რიცხოვნობამ მილიარდიან ნიშნულს მხოლოდ 1804 წელს მიაღწია. თუმცა მისი გაორმაგებისათვის 125 წელი გახდა საჭირო.

 

2011 წელს დედამიწაზე დაახლოებით 135 მილიონი ადამიანი დაიბადება და 57 მილიონი დაიღუპა. საერთო ნამატი 78 მილიონია იქნება. მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა განვითარებული ქვეყნების ხარჯზე ხდება. გაეროს მონაცემებით, ტოპათეულში 3 განვითარებული ქვეყანა შედის: აშშ, რუსეთი და იაპონია.


ყველაზე მეტი – 1,35 მილიარდი ადამიანი ჩინეთში ცხოვრობს, მეორე ადგილზეა ინდოეთი 1,24 მილიარდი ადამიანით.